Intel
Thursday, November 15, 2018
კვლევა
პრაქტიკული კვლევა
ინგლისურ ენოვანი ტექსტის თხრობასთან დაკავშირებული სირთულეები საბაზო საფეხურის მოსწავლეებში და მისი გაუმჯობესების გზები
სახალვაშოს ედნარ დიასამიძის სახელობის
საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
ელზა მაკარაძე
სარჩევი
შესავალი-----------------------------------------------------------------------------------------3
ლიტერატურული მიმოხილვა----------------------------------------------------------------3
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები--------------------------------------------6
მეთოდოლოგია---------------------------------------------------------------------------------6
კვლევის გეგმა-----------------------------------------------------------------------------------7
კითხვარები--------------------------------------------------------------------------------------7
კვლევის მიგნებები-----------------------------------------------------------------------------10
შესაძლო ინტერვენციები----------------------------------------------------------------------10
განხორციელებული ცვლილებები-----------------------------------------------------------11
რეკომენდაციები-------------------------------------------------------------------------------12
ინტერვენციის შეფასება-----------------------------------------------------------------------12
თვითკრიტიკა----------------------------------------------------------------------------------13
დასკვნა------------------------------------------------------------------------------------------14
დანართები--------------------------------------------------------------------------------------15
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სახალვაშოს ედნარ დიასამიძის სახელობის საჯარო სკოლაში ჩატარებულ პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა განახორციელა ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების თხრობის უნარის დაბალი დონის მიზეზების გარკვევა და შესაბამისად , გზების დასახვა პრობლემის გადასაჭრელად.
ლიტერატურული მიმოხილვა
ცნობილია, რომ მოსწავლეებს უჭირთ უცხო ენაზე მეტყველება. ხშირად შევხვედრივარ კოლეგებს, რომლებიც ამბობენ: „ჩემი მოსწავლეები კარგად წერენ და კითხულობენ, მაგრამ მეტყველება უჭირთ”. უცხო ენაზე მეტყველების უნარის გამომუშავება ადრეული ასაკიდანვე იწყება – პირველი კლასიდან, ზოგჯერ – საბავშვო ბაღიდანაც კი. უცხო ენის მასწავლებლები ხშირად კარგავენ დროს კითხვის სწავლებაზე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ უმჯობესია, პირველი კლასი მეტყველებისა და მოსმენის უნარის განვითარებას დაეთმოს. ქვემოთ გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას და მეტყველების უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებზე გავამახვილებ ყურადღებას.
მეტყველება არის ვერბალური კომუნიკაციის პროცესი, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს ინფორმაციის გაზიარება და აზრთა გაცვლა ადამიანებს შორის. მეტყველება იცვლება ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად, ასევე შინაგანი მდგომარეობისა და სიტუაციის მიხედვით (მაგალითად, ხდება ემოციური). მეტყველების საშუალებით ადამიანი ადრეული ასაკიდანვე ენის დაუფლების პროცესში იძენს თავისი კულტურის და სოციალური წრის გამოცდილებას.
ბავშვის მიერ მეტყველების დაუფლება გარკვეულ საფეხურებს გადის: ჯერ ჩნდება ერთ სიტყვიანი წინადადება, შემდეგ საფეხურზე იქმნება პირველი უფორმო ორ სიტყვიანი წინადადებები, სადაც სიტყვები ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.(http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe? ). დარღვევები მოიცავენ: სიტყვიერი მარაგის სიმწირეს , შესაბამისი სიტყვების შერჩევის სირთულეს, შემოკლებული ფრაზების გამოყენებას, წინადადების არასწორ სტრუქტურას: ხშირია სინტაქსური შეცდომები- ისეთი გრამატიკული კატეგორიების არასწორი გამოყენება ან გამოტოვება, როგორებიცაა: ზმნისწინები, ნაცვალსახელები. აგრეთვე პრობლემურია ზმნის უღლება ან არსებითი სახელის ბრუნება. მოზარდს შეიძლება ახასიათებდეს წესების არასწორი ან გადამეტებულად განზოგადებული გამოყენება. აგრეთვე აღენიშნებოდეს მეტყველების მოქნილობის დარღვევა და წარსული გამოცდილების მოყოლისას მოვლენათა თანმიმდევრობის გადმოცემის სირთულეები (GESJ: Education Science and Psychology 2015 | No.1(33)).
მეტყველების დარღვევებში განასხვავებენ ექსპრესიული მეტყველების დარღვევას, რაც ვლინდება საკუთარი აზრის, გრძნობების გამოხატვის სირთულეში; იმპრესიული მეტყველების დარღვევას, რაც ვლინდება მიმართული მეტყველების გაგების სირთულეში, ბავშვს უჭირს სხვათა მეტყველების გაგება, ხოლო მეტყველების შერეული დარღვევა ვლინდება როგორც ექსპრესიული, ისე იმპრესიული მეტყველების დარღვევაში.
ექსპრესიული მეტყველების დარღვევა :იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ურთიერთობა მეტყველების საშუალებით, მას ექსპრესიის ანუ გამოხატვის უნარი უნდა ჰქონდეს. ექსპრესიული მეტყველების დარღვევა ვლინდება: ლექსიკური მარაგის სიმწირეში, შესაბამისი სიტყვების შერჩევის სირთულეში, შემოკლებული წინადადების გამოყენებაში, გრამატიკულ შეცდომებში. ექსპრესიული მეტყველების დარღვევას, ხშირად თან ახლავს არტიკულაციის პრობლემები.
იმპრესიული მეტყველების დარღვევა: იმპრესიული მეტყველების დარღვევა გულისხმობს, რომ ბავშვი ვერ იგებს მიმართულ მეტყველებას ანუ არ ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს, არ რეაგირებს ხმის ტონის ცვლილებაზე, რადგან დარღვეულია რეცეპტული მეტყველების უნარი. რეცეპტული ანუ იმპრესიული მეტყველების დარღვევის დროს, თითქმის ყველა შემთხვევაში, დარღვეულია ექსპრესიული მეტყველებაც. იმპრესიული მეტყველების დარღვევას თან ახლავს სოციალური, ემოციური და ქცევითი დარღვევები, ხშირია ჰიპერაქტიურობა და უყურადღებობა, თანატოლებისგან იზოლაცია, შფოთვა ან ზედმეტი სიმორცხვე. იმპრესიული მეტყველების დარღვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა დარღვევებით: ფონემატური სმენა ( ჟღერადობის მსგავსი ფორმების გარჩევა), ხანმოკლე სმენითი მეხსიერება (გრძელი გამონათქვამების გაგების სირთულე), სემანტიკური პრობლემა ( სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობის გაგების სირთულე), პრაგმატული დარღვევები როგორიცაა ჟესტების და მიმიკების გაგების სირთულე (http://intermedia.ge)
იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი აღმოაჩენს, მოსწავლის სირთულეებს ენის სწავლასა და მეტყველებაში, ბავშვის მშობლებთან შეთანხმებით, აუცილებელია მოსწავლე გაიგზავნოს დიაგნოსტირებაზე ფსიქოლოგთან, მეტყველების თერაპევტთან, რათა გაირკვეს მოსწავლის მეტყველების დარღვევის ტიპი და შემდეგ მასწავლებელთან ერთად დაისახოს მოსწავლის მეტყველების გაუმჯობესების სტრატეგიები.
პრობლემა: კვლევა ჩატარდა სახალვაშოს ედნარ დიასამიძის სახელობის საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობს 126 მოსწავლე, სკოლაში მუშაობს 20 მასწავლებელი. მასწავლებელთა 90%- მუშაობს სრულ განაკვეთზე. სკოლას ჰყავს 6 სრული სერტიფიცირებული მასწავლებელი. თანამშრომლობის ფარგლებში პედაგოგები გადიან გადამზადებას სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მდიდარი ბიბლიოთეკით, რაც საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. უცხო ენის დაუფლება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით თავს იჩენს საბაზო საფეხურზე, სადაც ფუნდამენტურად ისწავლება საგანი. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საბაზო საფეხურს მიეკუთვნება VII-VIII-IX კლასები.
ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობს სკოლის საჭიროებიდან. გავესაუბრე უცხო ენის კათედრის წარმომადგენლებს, სკოლის ფასილიტატორსა და დირექტორს, რის შედეგადაც გამოიკვეთა პრობლემა. ინტერვიუების შედეგად დადგინდა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, თუმცა გამოითქვა ბევრი სხვადასხვა ვარაუდი :
გარემოს ცვლილება, მაგ. მასწავლებლის შეცვლა.
მოსწავლეების ნაკლები ყურადღება უცხო ენის მიმართ
ბიბლიოთეკის ნაკლებად გამოყენება
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები: პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა:
რა იწვევს საბაზო საფეხურის მოსწავლეებში თხრობის უნარის გაუარესებას ?
საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერე დაწყებითი კლასების ინგლისურის მასწავლებელთან და რუსული ენის მასწავლებელთან. აღნიშნულ მასწავლებლებთან გასაუბრების შედეგად შევჯერდით, რა არის გასაუმჯობესებელი და რა უნდა გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად.
მეთოდოლოგია
ამ თავში განხილულია კვლევის გეგმა, წარმოდგენილია კვლევის ჯგუფები და მათთან განხორციელებული ინტერვიუ. ასევე განვიხილავ კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდებს. საკვლევი საკითხი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე : „ ინგლისურ ენოვანი ტექსტის გადმოცემის სირთულეები საბაზო საფეხურის მოსწავლეებში და მისი გადაჭრის გზები “ და როგორც უკვე ავღნიშნე კვლევის მთავარი კითხვაა - რა იწვევს საბაზო საფეხურის მოსწავლეებში თხრობის უნარის გაუარესებას?
კვლევის მთავარი კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
მასწავლებელი გადასცემს თუ არა ტექსტს სრულყოფილად?
მოსწავლეები სათანადოდ იგებენ თუ არა ახსნილ მასალას?
იყენებენ თუ არა მოსწავლეები დამატებით რესურსებს თხრობის გაუმჯობესების მიზნით?
რამდენად ხშირად სარგებლობენ ბიბლიოთეკით ან ელ. რესურსებით?
აქვს თუ არა ზეგავლენა შეფასებას (განმავითარებელი, განმსაზღვრელი) თხრობისას მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად ?
აღნიშნულ კითხვებზე პასუხის მისაღებად შევიმუშავე კვლევის გეგმა.
კვლევის გეგმა
კვლევის ობიექტურობისა და სანდოობის მიზნით მონაცემთან შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ფოკუსჯგუფი, ფოკუსირებული დაკვირვება, კითხვარები, ინტერვიუ კოლეგებთან, მონაცემთა ანალიზი.
ფოკუსჯგუფი ჩატარდა საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან და მშობლებთან. მისი მიზანი იყო გამერკვია თხრობითი ტექსტის მომზადების პრობლემა საბაზო საფეხურზე. ამ მეთოდმა მომცა საინტერესო ინფორმაცია, რაც დამეხმარა კვლევის კითხვარების მომზადებაში.
კითხვარები მოვამზადე როგორც მოსწავლეებისათვის (დანართი 1) ასევე მათი მშობლებისათვის (დანართი 2). მოსწავლეების კითხვარი იყო ანონიმური და გავატანე სახლში. სულ საბაზო საფეხურზე გვყავს 33 მოსწავლე და მათი მშობელი/მეურვე. სახლში გატანების მეთოდი მივიჩნიე უფრო მოქნილად, რადგან მოსწავლე და მშობელი გულახდილად უპასუხებდნენ კითხვარს. მათ ქონდათ 3 დღე კითხვარის შესავსებად. 32 შევსებული კითხვარი დამიბრუნდა უკან, რამაც მომცა საშუალება მაქსიმალური სიზუსტით გამომევლინა პრობლემის არსი. კითხვარის შევსების შემდეგ გამოიკვეთა საინტერესო ფაქტები.
ნახ.1 კითხვარის შედეგები
ნახ.2 კითხვარის შედეგები
ნახ.3 კითხვარის შედეგები
სამივე კლასის ანალიზის შედეგად შევნიშნე, რომ მოსწავლეთა დიდი რაოდენობა უცხო ტექსტის დამუშავებას ძალიან მცირე დროს უთმობს. მოგეხსენებათ , რომ ინგლისურ ენოვანი ტექსტის გადმოცემისათვის 10 წუთი არიას ძალიან მინიმალური დრო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეები არ სარგებლობენ დამატებითი საკითხავი მასალით ადგილობრივი ბიბლიოთეკიდან. ამისათვის მიზნად დავისახე მეთანამშრომლა ბიბლიოთეკართან და აქტიურად ჩამერთო მოსწავლეები დამატებითი ლიტერატურის დამუშავებაში. ასევე დადებითად გამოიკვეთა ის ფაქტიც, რომ მოსწავლეებისათვის ტექსტები არის გასაგები და საინტერესო, მორგებულია მათ ასაკსა და დაინტერესების სფეროზე.
სხვა მიგნებები მქონდა მშობლების მიერ შევსებულ კითხვარში.
ნახ.4 კითხვარის შედეგები
მშობლების უმრავლესობა ეყრდნობა დღიურში დაწერილ ქულებს და ამ გზით აკონტროლებს საკუთარი შვილის წარმატებას თუ წარუმატებლობას. ასევე არ აკვირდებოდნენ თუ რა დროს უთმობდა თავისი შვილი ინგლისური ენის სწავლას სახლში.
კოლეგებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა რომ მოსწავლეებში იგივე პრობლემა არსებობს სხვა უცხო ენის სწავლებაშიც. ასევე აღნიშნეს, რომ პედაგოგებს ესაჭიროება აქტივობების გამრავალფეროვნება ,რათა მოსწავლეებმა მეტი ინტერესით იმუშაონ მეტყველების დახვეწასა და თხრობის უნარის განვითარებაზე.
გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა ,რომ მოსწავლეების თხრობის უნარს აქვეითებს ლექსიკური მარაგის სიმცირე, ასევე ის ფაქტიც რომ მოსწავლეები ნაკლებ დროს უთმობენ გაკვეთილის მომზადებას სახლში.
კვლევის მიგნებები:
მონაცემების განხილვის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:
მოსწავლეები არ სარგებლობენ დამატებითი რესურსებით, არ სარგებლობენ ბიბლიოთეკით, რადგან ადგილობრივ ბიბლიოთეკას არ გააჩნია უცხოური ლიტერატურა ბავშვების ასაკზე მორგებული.
როგორც გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვებიდან გაირკვა, მოსწავლეებს გააჩნიათ მწირი ლექსიკური მარაგი რაც ხელს უშლის თხრობის უნარის განვითარებას.
მოსწავლეებს შინ მეცადინეობისას აკლიათ კონტროლი მშობლების მხრიდან, როგორც აღმოჩნდა ისინი ძალიან მცირე დროს უთმობენ ინგლისური ენის მომზადებას
მასწავლებელმა გამოიყენოს დამატებითი მასალები ხშირად, რათა მოსწავლეებმა აიმაღლონ მეტყველების უნარი.
შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შევიმუშავე შესაძლო ინტერვენციების რამდენიმე ვარიანტი:
• თანამშრომლობის გაღრმავება უცხოურ ენათა კათედრაზე. მასწავლებლებს შორის მეთოდებისა და აქტივობების გაზიარება.
• მოსწავლეების მუშაობა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე, სხვადასხვა აქტივობების დანერგვა VII-VIII-IX კლასებში.
• მშობლების ჩართვა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში, ყოველთვიური შედეგების მიწოდება- თანამშრომლობის გაღრმავება.
სკოლის ბიბლიოთეკის ჩართვა უცხო ენის სწავლების პროცესში, მეტი რესურსების გამოყენება მეტყველების დასახვეწად.
განხორციელებული ცვლილებები
ზემოთ მოცემული ინტერვენციის ვარიანტები განვიხილეთ კოლეგებმა და ადმინისტრაციამ. მოდელების განხილვის შემდეგ შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები: 1. მოსწავლეების მუშაობა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე. 2.სხვადასხვა აქტივობების დანერგვა VII-VIII-IX კლასებში. 3.მშობლების ჩართვა მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში, ყოველთვიური შედეგების მიწოდება- თანამშრომლობის გაღრმავება.
1. მოსწავლეების მუშაობა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე: გავეცანი სხვადასხვა მეთოდებს, რითაც ვიმუშავე აღნიშნულ კლასებთან. მრავალფეროვანი მეთოდებით დავამუშავეთ ტექსტები, ვიმუშავე უცხო სიტყვებზე, მაქსიმალურად დავამუშავებინე ყველა ლექსიკურ ერთეული. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ლექსიკური ერთეულის დამუშავებას.
2. სხვადასხვა აქტივობების დანერგვა VII-VIII-IX კლასებში: საბაზო საფეხურზე შევიტანე ახალი მეთოდები და აქტივობები, ტექსტის დამუშავებისას გამოვიყენე სხვა აქტივობები, შევეცადე მაქსიმალურად ჩამერთო მოსწავლეები ახსნის პროცესში, თვითონ გაეკეთებინათ მიგნებები. აღნიშნულმა მიდგომამ გამოიღო შედეგი, მოსწავლეები უფრო თავდაჯერებული გახდნენ. ასევე ეფექტიანი აქტივობა გამოდგა მოსწავლეების სტანდარტებზე მორგებული სასწავლო რესურსის შექმნა .მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს მოწყობით მოსწავლეებმა უფრო გაბედულად შეძლეს თხრობის უნარის გაუმჯობესება
3. მშობლების ჩართვა მოსწავლეების ცხოვრებაში: კვლევის პროცესში აქტიურად ჩავრთე საბაზო საფეხურის სამივე კლასის მოსწავლეთა მშობლები. მშობლები აკონტროლებდნენ მოსწავლეების სწავლების დონეს, თუ რამდენ დროს უთმობდა თავისი შვილი ინგლისური ენის ტექსტის დამუშავებას, ხდებოდა დღიურების შემოწმება და მუდმივად კავშირზე ყოფნა მასწავლებელთან. აქტიურად მოხდა ბიბლიოთეკიდან დამატებითი სასწავლო რესურსების გამოყენება. საბოლოოდ მივედით იმ შედეგზე რომ მოსწავლეებში საგრძნობლად გაუმჯობესდა თხრობის უნარი.
რეკომენდაციები
კვლევის დასასრულს შევიმუშავე რამდენიმე რეკომენდაცია , რაც საჭირო იქნება საბაზო საფეხურის მასწავლებელთათვის. რეკომენდაციები ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად:
1. საჭიროა პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ,რათა გაიზიარონ ახალი აქტივობები და მეთოდები.
საჭიროა ითანამშრომლონ VII-VIII-IX კლასის უცხო ენის მასწავლებლებმა, ასევე აქტიურად ითანამშრომლონ სკოლის ფასილიტატორთან.
დიდი ყურადღება მიექცეს მოსწავლეთა მეტყველებას, სალაპარაკო ინგლისურის სწავლებას, მოსწავლეებს მიეცეს დამატებითი საკითხავი ლიტერატურა.
2. სასურველია, მოსწავლეების მშობლების აქტიური ჩართვა მოსწავლეთა ცხოვრებაში. სკოლის ბიბლიოთეკასთან აქტიური თანამშრომლობა და დამატებითი რესურსების აქტიური გამოყენება, რათა მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ცოდნის დიაპაზონი. სავალდებულოა ითანამშრომლო სხვა სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელთან და გაიზიარო მათი გამოცდილება.
3. შეიძლება ელექტრონული ურთიერთობა მათ თანატოლ უცხოელთან სამეტყველო უნარების გასაუმჯობესებლად.
ინტერვენციების შეფასება
ინტერვენციების დასრულების შემდეგ გავესაუბრე სკოლის ფასილიტატორსა და დირექტორს. შეხვედრის მიზანი ჩემი ინტერვენციების შეფასება იყო. ფასილიტატორმა გამოთქვა აზრი, რომ საგაკვეთილო გეგმა გავამდიდროთ ისეთი აქტივობებით რომლებიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა ზეპირმეტყველების უნარის განვითარებაზე. ეს დამეხმარება მოსწავლეები ვამუშაო სამეტყველო ინგლისურის სწავლების კუთხით. ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნება სამომავლოდ მოსწავლეების გაერთიანება კლუბში, სადაც დაამუშავებენ დამატებით ლიტერატურას.
დირექტორმა აღნიშნა , რომ მასწავლებლებს უჭირთ ერთმანეთისთვის რჩევის მიცემა რადგან თანამშრომლები მას ნეგატიურ კრიტიკად აღიქვამენ. მან მირჩია თანამშრომლობითი უნარები გავაღრმავოთ კათედრასთან და დავნერგო სხვადასხვა აქტივობები რათა სწავლა-სწავლების პროცესი უფრო საინტერესო გახდეს. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსწავლეებში შედარებით გაუმჯობესდა თხრობის უნარი, რაც კვლევის წარმატების შედეგია.
თვითკრიტიკა
კვლევა ჩატარდა ჩემს მიერ. ვინაიდან ვასწავლი საბაზო საფეხურის სამივე კლასს და მოსწავლეებში თხრობის უნარის პრობლემა აშკარა იყო, ამიტომ მიზნად დავისახე ამ კუთხით მემუშავა.
მონაცემთა შეგროვება - კვლევის პროცესში, გარდა გამოყენებული მეთოდებისა, დაგეგმილი მქონდა ფოკუსირებული დაკვირვება, რაც მეტი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მომცემდა. მეორე მხრივ, გაკვეთილზე დაკვირვებისა და შესწავლის მეთოდი მოითხოვს ხანგრძლივ პერიოდს. გარდა ამისა, გაკვეთილზე დასწრებას შეეძლო გამოეწვია არასასურველი განწყობა მოსწავლეებსა და მასწავლებელში. მაგრამ დროის სიმცირის გამო მონაცემების შეგროვების ეტაპზე ფოკუსირებული დაკვირვება ვერ განვახორციელე.
პრობლემის ძიება - კვლევის საწყის ეტაპზე, პრობლემის იდენტიფიცირებისას, ყურადღება გავამახვილე საგაკვეთილო პროცესში თხრობის უნართან დაკავშირებულ საკითხებზე. თუმცა, მომდევნო ეტაპებზე გამოვლინდა სხვა საყურადღებო გარემოებებიც, რაც უკავშირდება 1. სკოლაში სიახლეების დანერგვის პროცესს; 2. კომუნიკაციას ადმინისტრაციასა და პედაგოგებს შორის. კვლევის წარმართვისთვის უკეთესი იქნებოდა, დასაწყისშივე გვცოდნოდა პასუხები შემდეგ კითხვებზე:
1. რამდენად გაუმჯობესდება ინგლისურ ენაზე თხრობის უნარი?
2. როგორ ინერგება სიახლეები სკოლაში?
3. როგორ და რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგები აქტიურ კომუნიკაციას?
ცვლილებების განხორციელებისათვის არახელსაყრელი პერიოდი - პრაქტიკული კვლევის ცვლილებების ნაწილი სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრს დაემთხვა. როგორც წესი, სასწავლო წლის ამ პერიოდში მრავალი დასვენების დღეა . აღნიშნულიდან გამომდინარე იყო დროის დეფიციტი ,რათა უკეთ მომეხდინა დაკვირვება საბაზო საფეხურის ყველა კლასისათვის.
დასკვნა
სკოლაში განხორციელდა პრაქტიკული კვლევა. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო საბაზო საფეხურის მოსწავლეებში თხრობის უნარის გაუმჯობესება. კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის შედეგად სკოლაში განხორციელდა ორი ტიპის ინტერვენცია: სტრუქტურული და შინაარსობრივი. სტრუქტურული ცვლილების მიზანი იყო გაკვეთილის გეგმაში აქტივობების დანერგვა სხვა კუთხით. მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა. შინაარსობრივი ცვლილება მიზნად ისახავდა კათედრის შეხვედრებზე თხრობის პრობლემის განხილვას, პედაგოგთა თანამშრომლობას.
კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც ადმინისტრაციას გავაცანი. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სრულიად გაიზიარა კვლევის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები. მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ცვლილება მისთვის მისაღები აღმოჩნდა. მისი სურვილია, აღნიშნული ცვლილება დაინერგოს, რათა გაიზარდოს პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობისა და სწავლა-სწავლების ხარისხი.
კვლევის შედეგად მეტ-ნაკლებად აღმოიფხვრა ის ხელისშემშლელი პრობლემები, რაც იჩენდა თავს აღნიშნულ საფეხურზე და ხელს უშლიდა მოსწავლეებში თავისუფალი თხრობის უნარის შეზღუდვას. დაინერგა ახალი მიდგომები და გაუმჯობესდა მოსწავლეებში ინგლისურ ენაზე მეტყველების კულტურა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სასურველ შედეგს მივაღწიე ყველა მოსწავლესთან , რადგან როგორც კვლევამ აჩვენა მოსწავლეთა ინდივიდუალური უნარების გათვალისწინებით საჭიროა დიფერენცირებული აქტივობების დანერგვა , რასაც სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ.
დანართი 1
კითხვარი VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებისათვის.
მოგესალმებით!
სახალვაშოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ელზა მაკარაძე ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ინგლისურ ენოვან ტექსტის თხრობის უნარის დაქვეითებასთან დაკავშირებით .თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ მიუთითოთ კითხვარს სახელი და გვარი.
1. რამდენ დროს უთმობთ თხრობით უხო ტექსტის მომზადებას
• 10 წუთს
• 20 წუთს
• ერთ საათს
• ვყვები სკოლაში გადამეორების შედეგად
• სხვა, მიუთითეთ პასუხი---------------------------------------------------------
2. სარგებლობთ თუ არა დამატებითი ლიტერატურით სკოლის ბიბლიოთეკიდან
• კი ხშირად
• იშვიათად
• არასდროს
• სხვა -------------------------------------------------------------------------------
3. არის თუ არა უცხო (ინგლისური) ენოვანი ტექსტი თქვენს ასაკზე და ინტერესზე მორგებული
• სრულიად ეხება ჩვენს დაინტერესების სფეროს
• ტექსტები მარტივია ,მაგრამ მოცულობით დიდია
• ტექსტები უინტერესო და რთულია
• სხვა ----------------------------------------------------------------------------------
4. გეხმარებათ თუ არა კლასში განხილული გაკვეთილი შინ სწავლების დროს
• კლასში გაკვეთილების განხილვა არ ხდება
• ნაწილობრივ მეხმარება დამატებითი მუშაობის თანმხლებით
• სრულიად საკმარისია რომ ტექსტი აღვიქვა და მოვყვე
• სხვა -------------------------------------------------------------------------
5. რას შეცვლიდი უცხო ტექსტის კლასში დამუშავების კუთხით?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.
გმადლობთ მონაწილეობისათვის!
დანართი 2
კითხვარი VII-VIII-IX კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის.

1.რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის ინგლისური ენის სწავლასთან დაკავშირებით
ა)მაქვს სატელეფონო კავშირი მასწავლებელთან
ბ) მოსწავლის დღიურით
გ) დავდივარ სკოლაში
დ) სხვა ....................................................................................................................................
2. რამდენ დროს უთმობს თქვენი შვილი ინგლისური ენის სწავლას სახლში
ა) 30 წუთს
ბ) ერთ საათს
გ) არ ვაკვირდები
დ) სხვა .......................................................................................................................................
3. სარგებლობს თუ არა თქვენი შვილი დამატებითი რესურსებით (აუდიო მასალა, ლექსიკონი, ინტერნეტ საიტები) გაკვეთილის უკეთ მომზადებისათვის.
ა)ხშირად იყენებს დამატებით რესურსებს
ბ) იშვიათად იყენებს
გ) ეყრდნობა მხოლოდ სკოლის მასალას
დ) სხვა .........................................................................................................................................
4. რას შეცვლიდით ინგლისური ენის სწავლის კუთხით?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Sunday, November 11, 2018
Wednesday, December 16, 2015
დღე IX
მეცხრე დღეს გვქონდა პროექტის წარდგენის დღე! ძალიან სასიამოვნო დღე იყო რტადგან 9 დღიანი შრომის შედეგი განვიხილეთ. ასევე მოვისმინე ჩემი კოლეგების პროექტები, ერთობლივმა განხილვემ კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ცოდნა.ტრენინგის შემდეგ მიმყვება უდიდესი ცოდნა რაც აამაღლებს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას. უამრავი ახალი რამ ვისწავლე, PPT პრეზენტაციის კეთება,პროექტის გეგმის გაწელა მთელ სასწავლო კვირეების განმავლობაში, ასევე ბროშურის გაკეთებ თემის ირგვლივ. პრეზენტაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე. სამომავლოდ მე ღრმად დარწმუნებული ვარ რომ როგორც პედაგოგი ვიმუშავებ მაღალი დონის პროექტებზე და ჩავრთავ ჩემს მოსწავლეებს რაღაც ახლის ძიებაში.
Sunday, December 13, 2015
დღე VIII
მერვე დღე იყო ძალიან სასიამოვნო და საკმაოდ შრომატევადი,რადგან ვიმუშავეთ პროექტის საბოლოო დასრულებაზე,შევეხეთ ისეთ აქტუალურ და ფაქიზ თემას როგორიცაა სსსმ სწავლება, გადავანაწილე დავალებები რათა პროექტის ფარგლებში გამეთვალა ასეთი მოსწავლის ჩართვა, მისთვის დავალებების სწორად შერჩევა. ამავდროულად გავთვალე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლისათვის დავალებები, გადავანაწილე როლები.
ასევე დავაფიქსირე საჭირო ელექტონული აღჭურვილობა, მასალები და ინტერნეტრესურსები რომლებიც დაგვჭირდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ვისწავლე როგორ ავტვირთო ჩემი პროექტი ბლოგზე. ყოველი დღე რაღაც ახლის აღმოჩენით მთავრდება და ძალიან მიხარია რომ გავდივარ პროექტებით სწავლების კურსს.
Sunday, December 6, 2015
დღე VI
მეექვსე დღე იყო ძალიან საინტერესო ვინაიდან ვიმუშავეთ პრეზენტაციის გაკეთებაზე Power Point-ში.შევქმენით სხვადასხვა სახის სლაიდები და გავიარეთ სურათის შემოტანის ინსტრუქციები PPT პრეზენტაციაში.ასევე სასიამოვნო სამუშაო გახდათ ცხრილებზე და დიაგრამაზე მუშაობა,სადაც დეტალურად ჩანდა თითეული კვლევის პროცენტული მაჩვენებელი. ჩემს მუშაობას აადვილებდა და სასიამოვნოს ხდიდა ტრენერის ახსნის სტილი და ინფორმაციის სასიამოვვნოდ მოწოდება.ძალიან ნაყოფიერი დღე იყო და დღეს მიღებული ინფორმაცია გამომადგება სამომავლოდ...
Subscribe to:
Posts (Atom)