მეცხრე დღეს გვქონდა პროექტის წარდგენის დღე! ძალიან სასიამოვნო დღე იყო რტადგან 9 დღიანი შრომის შედეგი განვიხილეთ. ასევე მოვისმინე ჩემი კოლეგების პროექტები, ერთობლივმა განხილვემ კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ცოდნა.ტრენინგის შემდეგ მიმყვება უდიდესი ცოდნა რაც აამაღლებს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას. უამრავი ახალი რამ ვისწავლე, PPT პრეზენტაციის კეთება,პროექტის გეგმის გაწელა მთელ სასწავლო კვირეების განმავლობაში, ასევე ბროშურის გაკეთებ თემის ირგვლივ. პრეზენტაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე. სამომავლოდ მე ღრმად დარწმუნებული ვარ რომ როგორც პედაგოგი ვიმუშავებ მაღალი დონის პროექტებზე და ჩავრთავ ჩემს მოსწავლეებს რაღაც ახლის ძიებაში.
Wednesday, December 16, 2015
Sunday, December 13, 2015
დღე VIII
მერვე დღე იყო ძალიან სასიამოვნო და საკმაოდ შრომატევადი,რადგან ვიმუშავეთ პროექტის საბოლოო დასრულებაზე,შევეხეთ ისეთ აქტუალურ და ფაქიზ თემას როგორიცაა სსსმ სწავლება, გადავანაწილე დავალებები რათა პროექტის ფარგლებში გამეთვალა ასეთი მოსწავლის ჩართვა, მისთვის დავალებების სწორად შერჩევა. ამავდროულად გავთვალე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლისათვის დავალებები, გადავანაწილე როლები.
ასევე დავაფიქსირე საჭირო ელექტონული აღჭურვილობა, მასალები და ინტერნეტრესურსები რომლებიც დაგვჭირდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ვისწავლე როგორ ავტვირთო ჩემი პროექტი ბლოგზე. ყოველი დღე რაღაც ახლის აღმოჩენით მთავრდება და ძალიან მიხარია რომ გავდივარ პროექტებით სწავლების კურსს.
Sunday, December 6, 2015
დღე VI
მეექვსე დღე იყო ძალიან საინტერესო ვინაიდან ვიმუშავეთ პრეზენტაციის გაკეთებაზე Power Point-ში.შევქმენით სხვადასხვა სახის სლაიდები და გავიარეთ სურათის შემოტანის ინსტრუქციები PPT პრეზენტაციაში.ასევე სასიამოვნო სამუშაო გახდათ ცხრილებზე და დიაგრამაზე მუშაობა,სადაც დეტალურად ჩანდა თითეული კვლევის პროცენტული მაჩვენებელი. ჩემს მუშაობას აადვილებდა და სასიამოვნოს ხდიდა ტრენერის ახსნის სტილი და ინფორმაციის სასიამოვვნოდ მოწოდება.ძალიან ნაყოფიერი დღე იყო და დღეს მიღებული ინფორმაცია გამომადგება სამომავლოდ...
Saturday, December 5, 2015
დღე v
ტრენინგის 5-ე დღე იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი ვინაიდან განვიხილეთ კოლაბორაციული საკითხები, ვიმუშავეთ ერთობლივად და ვისწავლე ახალი რაღაცეები რაც ძალიან დამეხმარება მე როგორც პედაგოგს გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესის უკეთ მართვაში.განვიხელეთ საავტორო უფლებების დაცვის საკითხები, როგორ შევძლოთ რომ ავიცილოთ პლაგიატიზმი თავიდან, გამოვიყენოთ ინტერნეტ რესურსები მაგრამ მივუთითოთ ბიბლიოგრაფია. ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი რომ შეგვიძლია ერთი კათედრის წევრებმა ონლაინ დაკავშირება მოვახდინოთ,აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ.
Sunday, November 29, 2015
დღე IV
ტრენინგის მეოთხე დღე ასევე ნაყოფიერი და მრავალი ინფორმაციის მომცველი იყო, რადგან ვიმუშავეთ ისეთ რთულ და საინტერესო თემაზე როგორიცაა კითხვები, ძალიან საინტერესო იყო ზოგადი კითხვების შედგენა. მე ამ ტრენინგით ბევრი რამ ვისწავლე რაც ჩემთვის ახალი იყო ნამდვილად.ასევე ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო პროექტის შინაარსობრივ მხარეზე და აქტივობებზე მუშაობა, რომელიც გადავნაწილე პროექტის დასაწყისში, მუშაობის პროცესში და პროექტის დასასრულს, შეფასებისათვის. ვიმედოვნებ მომდევნო დღეებიც ასეთივე ნოყიერი და მრავლის მომცემი იქნება
Saturday, November 28, 2015
დღე III
დღე მესამე იყო ყველაზე ნაყოფიერი ჩემთვის და ალბათ მთელი ჯგუფისათვისაც ასე იქნებოდა, ვინაიდან ვიმუშავეთ პროექტის ყველაზე რთულ ნაწილზე.სულ უფრო და უფრო ვწმუნდები რომ ეს ტრენინგი აუცილებლად უნდა გაიაროს ყველა პედაგოგმა....
Sunday, November 15, 2015
დღე II
და აი დადგა დღე მეორეც.ძალიან საინტერესო და ბევრი ახალი ინფორმაციით დატვირთული დღეა.ახალი ინოვაციური ტექნოლოგიური და ძალიან სასარგებლო სამუშაო შეხვედრა იყო.გავიგე უამრავი რამ რაც აქამდე უცნობი იყო და ახლახანს გავიგე. შევიძინე ისეთი უნარები რაც გამომადგება სამომავლოდ , დამეხმარება დავგეგმო გაკვეთილები და ვამუშაო მოსწავლეები ისე რომ დავაინტერესო საგნის მიმართ.
რაც ძალიან აღრმაფრთოვანებელია ჩემთვის ეს არის ის რომ ტრენერი მიხსნის ძალიან გასაგებ ენაზე.
Saturday, November 14, 2015
დღე პირველი
დიდი მოლოდინით მოველოდი ინტელის ტრენინგს,დილიდანვე ვიყავი ძალიან დაინტერესებული თული რა დამხვდებოდა ახალი და სასარგებლო ჩემთვის როგორც პედაგოგისათვის. მოვედი სკოლაში დროულად და აი დაიწყო ტრენინგიც...ძალიან სასარგებლო და ინოვაციური ახალი ამბები გავიგე და მივხდი რომ ამ ტრენინგიდან მიღებული ცოდნა დიდად გააუმჯობესებდა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას.ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო ვიდეო რგოლის ნახვა სადაც ასახული იყო ახალი მიდგომით სწავლება, აღნიშნულმა რგოლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ასევე სასიამოვნო იყო ის ფაქტიც რომ ტრენერი გვიხსნიდა ახალ ინფორმაციას ჩემთვის გასაგებ ენაზე, რაც ადვილად ასათვისებელი გახადა ჩემთვის.დიდი დაინტერესებით და მოუთმენლად ველოდები მეორე დღეს....
Subscribe to:
Posts (Atom)