Sunday, November 29, 2015
დღე IV
ტრენინგის მეოთხე დღე ასევე ნაყოფიერი და მრავალი ინფორმაციის მომცველი იყო, რადგან ვიმუშავეთ ისეთ რთულ და საინტერესო თემაზე როგორიცაა კითხვები, ძალიან საინტერესო იყო ზოგადი კითხვების შედგენა. მე ამ ტრენინგით ბევრი რამ ვისწავლე რაც ჩემთვის ახალი იყო ნამდვილად.ასევე ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო პროექტის შინაარსობრივ მხარეზე და აქტივობებზე მუშაობა, რომელიც გადავნაწილე პროექტის დასაწყისში, მუშაობის პროცესში და პროექტის დასასრულს, შეფასებისათვის. ვიმედოვნებ მომდევნო დღეებიც ასეთივე ნოყიერი და მრავლის მომცემი იქნება
Saturday, November 28, 2015
დღე III
დღე მესამე იყო ყველაზე ნაყოფიერი ჩემთვის და ალბათ მთელი ჯგუფისათვისაც ასე იქნებოდა, ვინაიდან ვიმუშავეთ პროექტის ყველაზე რთულ ნაწილზე.სულ უფრო და უფრო ვწმუნდები რომ ეს ტრენინგი აუცილებლად უნდა გაიაროს ყველა პედაგოგმა....
Sunday, November 15, 2015
დღე II
და აი დადგა დღე მეორეც.ძალიან საინტერესო და ბევრი ახალი ინფორმაციით დატვირთული დღეა.ახალი ინოვაციური ტექნოლოგიური და ძალიან სასარგებლო სამუშაო შეხვედრა იყო.გავიგე უამრავი რამ რაც აქამდე უცნობი იყო და ახლახანს გავიგე. შევიძინე ისეთი უნარები რაც გამომადგება სამომავლოდ , დამეხმარება დავგეგმო გაკვეთილები და ვამუშაო მოსწავლეები ისე რომ დავაინტერესო საგნის მიმართ.
რაც ძალიან აღრმაფრთოვანებელია ჩემთვის ეს არის ის რომ ტრენერი მიხსნის ძალიან გასაგებ ენაზე.
Saturday, November 14, 2015
დღე პირველი
დიდი მოლოდინით მოველოდი ინტელის ტრენინგს,დილიდანვე ვიყავი ძალიან დაინტერესებული თული რა დამხვდებოდა ახალი და სასარგებლო ჩემთვის როგორც პედაგოგისათვის. მოვედი სკოლაში დროულად და აი დაიწყო ტრენინგიც...ძალიან სასარგებლო და ინოვაციური ახალი ამბები გავიგე და მივხდი რომ ამ ტრენინგიდან მიღებული ცოდნა დიდად გააუმჯობესებდა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას.ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო ვიდეო რგოლის ნახვა სადაც ასახული იყო ახალი მიდგომით სწავლება, აღნიშნულმა რგოლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ასევე სასიამოვნო იყო ის ფაქტიც რომ ტრენერი გვიხსნიდა ახალ ინფორმაციას ჩემთვის გასაგებ ენაზე, რაც ადვილად ასათვისებელი გახადა ჩემთვის.დიდი დაინტერესებით და მოუთმენლად ველოდები მეორე დღეს....
Subscribe to:
Posts (Atom)