Wednesday, December 16, 2015

დღე IX

   მეცხრე დღეს გვქონდა პროექტის წარდგენის დღე! ძალიან სასიამოვნო დღე იყო რტადგან 9 დღიანი შრომის შედეგი განვიხილეთ. ასევე მოვისმინე ჩემი კოლეგების პროექტები, ერთობლივმა განხილვემ კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ცოდნა.ტრენინგის შემდეგ მიმყვება უდიდესი ცოდნა რაც აამაღლებს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას. უამრავი ახალი რამ ვისწავლე, PPT პრეზენტაციის კეთება,პროექტის გეგმის გაწელა მთელ სასწავლო კვირეების განმავლობაში, ასევე ბროშურის გაკეთებ თემის ირგვლივ. პრეზენტაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე. სამომავლოდ მე ღრმად დარწმუნებული ვარ რომ როგორც პედაგოგი ვიმუშავებ მაღალი დონის პროექტებზე და ჩავრთავ ჩემს მოსწავლეებს რაღაც ახლის ძიებაში.

Sunday, December 13, 2015

დღე VIII

     მერვე დღე იყო ძალიან სასიამოვნო და საკმაოდ შრომატევადი,რადგან ვიმუშავეთ პროექტის საბოლოო დასრულებაზე,შევეხეთ ისეთ აქტუალურ და ფაქიზ თემას როგორიცაა სსსმ სწავლება, გადავანაწილე დავალებები რათა პროექტის ფარგლებში გამეთვალა ასეთი მოსწავლის ჩართვა, მისთვის დავალებების სწორად შერჩევა. ამავდროულად გავთვალე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლისათვის დავალებები, გადავანაწილე როლები.
          ასევე დავაფიქსირე საჭირო ელექტონული აღჭურვილობა, მასალები და ინტერნეტრესურსები რომლებიც დაგვჭირდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ვისწავლე როგორ ავტვირთო ჩემი პროექტი ბლოგზე. ყოველი დღე რაღაც ახლის აღმოჩენით მთავრდება და ძალიან მიხარია რომ გავდივარ პროექტებით სწავლების კურსს. 

Sunday, December 6, 2015

დღე VI

      მეექვსე დღე იყო ძალიან საინტერესო ვინაიდან ვიმუშავეთ პრეზენტაციის გაკეთებაზე Power Point-ში.შევქმენით სხვადასხვა სახის სლაიდები და გავიარეთ სურათის შემოტანის  ინსტრუქციები PPT  პრეზენტაციაში.ასევე სასიამოვნო სამუშაო გახდათ ცხრილებზე და დიაგრამაზე მუშაობა,სადაც დეტალურად ჩანდა თითეული კვლევის პროცენტული მაჩვენებელი. ჩემს მუშაობას აადვილებდა და სასიამოვნოს ხდიდა ტრენერის ახსნის სტილი და ინფორმაციის სასიამოვვნოდ მოწოდება.ძალიან ნაყოფიერი დღე იყო და დღეს მიღებული ინფორმაცია გამომადგება სამომავლოდ...

Saturday, December 5, 2015

დღე v

                ტრენინგის 5-ე დღე იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი ვინაიდან განვიხილეთ კოლაბორაციული საკითხები, ვიმუშავეთ ერთობლივად და ვისწავლე ახალი რაღაცეები რაც ძალიან დამეხმარება მე როგორც პედაგოგს გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესის უკეთ მართვაში.განვიხელეთ საავტორო უფლებების დაცვის საკითხები, როგორ შევძლოთ რომ ავიცილოთ პლაგიატიზმი თავიდან, გამოვიყენოთ ინტერნეტ რესურსები მაგრამ მივუთითოთ ბიბლიოგრაფია. ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი რომ შეგვიძლია ერთი კათედრის წევრებმა ონლაინ დაკავშირება მოვახდინოთ,აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ.